Friday, July 20, 2012

სასწავლო პროექტი


სასწავლო  პროექტი
1.პრექტის  სახელწოდება: „საქართველოს  ქალაქები“.
2. პროექტის მთავარი იდეა: ერთი გვერდის შექმნა  ჟურნალისათვის 
_“მსოფლიოს  გარშემო“.
3. პროექტის  აქტუალობა : პროექტი  აქტუალურია  იმით , რომ ბავშვები ღრმა  ცოდნას  შეიძენენ  თავიანთი  სამშობლოს  ქალაქების  შესახებ  და
რადგან  პროექტი  უნდა დაწერონ  რუსულ ენაზე , გაიმდიდრებენ  ლექსიკურ  მარაგს.
4.პროექტის  მიზნები:  ბავშვებმა  განივითარონ             თანამშრომლობის
უნარი. აიმაღლონ  კითხვის,  წერის , ლაპარაკის  უნარები.უკეთ  გაიცნონ
საქართველოს ქალაქები.
5. მონაწილეთა  ასაკი: 14-15 წელი.
6.ვადები:  ერთი თვე.
7. მოსალოდნელი  შედეგები: ბავშვები  შეძლებენ  საკუთარი  ქვეყნის  ქალაქების  შესახებ  ინფორმაციის  შეგროვებას . აღნიშნული  ინფორმაციის , როგორც გრამატიკულად ,ასევე  ლექსიკურად  სწორად  ჩამოყალიბებას . ტექსტის ილუსტრაციებით  გაფორმებას.თავიანთი  ნაშრომის წარდგენას.
8. პროექტისთვის  საჭირო  რესურსები: წიგნი, რვეული , კალამი, თაბახის  ფურცელი, ხატვისათვის  საჭირო  ნივთები,ინტერნეტი,
წიგნები, ჟურნალები.
9. პროექტის  მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ბავშვები  იყოფიან ჯგუფებად  მასწავლებლის  შერჩევით . ბავშვები  შეაგროვებენ  ინფორმაციას  საქართვლოს  ქალაქების  შესახებ ,როგორც
ისტორიულს  ასევე გეოგრაფიულს. გაიგებენ ქალაქის  წარმოშობის  დროს  , თუ ვინ დააარსა  ქალაქი(თუ  კი  ეს  ცნობილია),რა  ღირსშესანიშნაობები არსებობს  აღნიშნულ  ქალაქში, რა  ისტორიული 
ძეგლები და ა. შ .
ბავშვები აგრეთვე  შეაგროვებენ  ილუსტრაციებს  და გააფორმებენ  ტექსტებს . განათავსებენ  ტექსტებს  დიდ ფორმატზე  და გააფორმებენ
ილუსტრაციებით . ფორმატი  შეიძლება  გააფორმონ სახატავი ფანქრებით .
წარუდგენენ  ნამუშევარს  კლასს.
კლასში  ჩატარდება  კონკურსი საუკეთესო ნაშრომზე.
საუკეთესო პროექტი  გაეკვრება  კლასის კედელზე. 
10.საგნებთან  (საგნობრივ  ჯგუფებთან  კავშირი) : კავშირშია  ისტორიასთან  და გეოგრაფიასთან.
11.პროექტის  ხელმძღვანელი:ქეთინო  მეხეშიძე.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:qmekheshidze@gmail.com