Sunday, July 22, 2012
Friday, July 20, 2012
სასწავლო პროექტი
1.პრექტის სახელწოდება: „საქართველოს ქალაქები“.
2. პროექტის მთავარი იდეა: ერთი გვერდის შექმნა ჟურნალისათვის
_“მსოფლიოს
გარშემო“.
3. პროექტის
აქტუალობა : პროექტი აქტუალურია იმით , რომ ბავშვები ღრმა ცოდნას
შეიძენენ თავიანთი სამშობლოს
ქალაქების შესახებ და
რადგან პროექტი უნდა დაწერონ
რუსულ ენაზე , გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
4.პროექტის
მიზნები: ბავშვებმა განივითარონ თანამშრომლობის
უნარი. აიმაღლონ
კითხვის, წერის , ლაპარაკის უნარები.უკეთ
გაიცნონ
საქართველოს ქალაქები.
5. მონაწილეთა
ასაკი: 14-15 წელი.
6.ვადები: ერთი
თვე.
7. მოსალოდნელი
შედეგები: ბავშვები შეძლებენ საკუთარი
ქვეყნის ქალაქების შესახებ
ინფორმაციის შეგროვებას . აღნიშნული ინფორმაციის , როგორც გრამატიკულად ,ასევე ლექსიკურად
სწორად ჩამოყალიბებას . ტექსტის ილუსტრაციებით გაფორმებას.თავიანთი ნაშრომის წარდგენას.
8. პროექტისთვის
საჭირო რესურსები: წიგნი, რვეული ,
კალამი, თაბახის ფურცელი, ხატვისათვის საჭირო
ნივთები,ინტერნეტი,
წიგნები, ჟურნალები.
9. პროექტის
მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ბავშვები
იყოფიან ჯგუფებად მასწავლებლის შერჩევით . ბავშვები შეაგროვებენ
ინფორმაციას საქართვლოს ქალაქების
შესახებ ,როგორც
ისტორიულს ასევე
გეოგრაფიულს. გაიგებენ ქალაქის წარმოშობის დროს ,
თუ ვინ დააარსა ქალაქი(თუ კი ეს ცნობილია),რა
ღირსშესანიშნაობები არსებობს აღნიშნულ ქალაქში, რა
ისტორიული
ძეგლები და ა. შ .
ბავშვები აგრეთვე
შეაგროვებენ ილუსტრაციებს და გააფორმებენ ტექსტებს . განათავსებენ ტექსტებს
დიდ ფორმატზე და გააფორმებენ
ილუსტრაციებით . ფორმატი შეიძლება
გააფორმონ სახატავი ფანქრებით .
წარუდგენენ
ნამუშევარს კლასს.
კლასში ჩატარდება კონკურსი საუკეთესო ნაშრომზე.
საუკეთესო პროექტი
გაეკვრება კლასის კედელზე.
10.საგნებთან
(საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი) : კავშირშია ისტორიასთან
და გეოგრაფიასთან.
11.პროექტის
ხელმძღვანელი:ქეთინო მეხეშიძე.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:qmekheshidze@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)